ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ეკო-კლუბმა მოაწყო საახალწლო წვეულება
ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ეკო-კლუბმა “დედამიწის ქომაგებმა” კოორდინატორთან -ხატია რაზმაძესთან ,ერთად წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად, სამომავლო გეგმების დასანახად, კლუბის წევრებს შორის დადებითი ემოციების გასაზიარებლად მოაწყო დახურული წვეულება. ცხელ გლინტვეინით აღნიშნეს დამდეგი ახალი წელი და ერთად ისაუბრეს იმაზე, თუ რას შემატებენ კლუბს ახალი წლიდან . ჩვენი ეკო-კლუბი ყველას გილოცავთ ახალ წელს. მშვიდობას, ჯანმრთელობას, ულევ ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ.