ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ix კლასი ,,ჯანსაღი ცხოვრების” კვირეულში ჩაერთო
ბავშვებში ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებას მრავალი გრძელვადიანი სარგებელი აქვს.პირველ რიგში, ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისთვის და სწორი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის.სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება ეხმარება ბავშვებს შეინარჩუნონ ჯანსაღი წონა.ჯანსაღი კვება აბალანსებს მათ ენერგიას. ბავშვები, რომლებიც არასწორად იკვებებიან, ხშირად უენერგიოდ არიან, ან პირიქით, ახასიათებთ ენერგიის მატება და აღგზნებადობა. განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი კვების რაციონი დიდი რაოდენობით რაფინირებული შაქრის შემცველი პროდუქტებისგან შედგება.ასეთი ჩვევების ბავშვობიდანვე დანერგვის შემთხვევაში, მათ ზრდასრულ ასაკშიც სწორი დამოკიდებულება ექნებათ საკვების მიმართ. შესაბამისად, ნაკლებად შეაწუხებთ ზედმეტი წონა და არასწორი კვებით გამოწვეული სხვა პრობლემები.