ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლას ბოლნისის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი,მაკა მამარდაშვილი ეწვია
26 იანვარს, სასკოლო პროექტის “ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღი გარემო”-ს ფარგლებში მოწვეული გვყავდა ბოლნისი პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი, მაკა მამარდაშვილი. მან სკოლის მოსწავლეებს გააცნო დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში, ასევე ჩვენს რეგიონში ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით. მოსწავლეების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია სტატისტიკურმა მონაცემებმა. ქ.მაკა ასევე ესაუბრა მოსწავლეებს დღეს დღეისობით ყველაზე გავრცელებულ კორონა ვირუსზე და სეზონურ გრიპზე, გავრცელების გზებზე, პრევენციულ ღონისძიებებზე. მადლობა ქალბატონ მაკას საინტერესო შეხვედრისთვის.