ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით გვეტაძე ეწვია
13 თებერვალს, ა(ა)იპ იაონე ბოლნელის სახელობის სკოლაში პროექტ ,,პროფესიული ორიენტაცია და პროფესიული თვითგამორკვევის პროგრამა აბიტურიენტებისთვის“ ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით გვეტაძე ეწვია.
![]()
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის მკაფიო და სწორი გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანია ბედნიერი და წარმატებული მომავლისთვის.
სწორედ პროფორიენტაციის საკითხებს ეძღვნებოდა დღეს გამართული შეხვედრა, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით გვეტაძემ ჩაატარა ჩვენი სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის.
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში კვლავ გაგრძელდება მსგავსი საინტერესო და საჭირო ტრენინგები და შეხვედრები.პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან საფუძვლიან მომზადებას.
სკოლის დირექცია,მადლობას უხდის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ბატონ დავით გვეტაძეს ამ ნაყოფიერი,საჭირო და საინტერესო შეხვედრისათვის