ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სამოქალაქო განათლების პედაგოგი,ირინა მიქავა გრძელვადიანი საერთაშორისო პროექტის ,,Remember to act: understand,learn and act” მეორე ეტაპის ,,Peace education” ფარგლებში, იმყოფებოდა ბაქოში.

პროექტის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სამშვიდობო განათლების არსის, სწავლების არაფორმალური/ფორმალური მეთოდების, ტოლერანტობისა და დისკრიმინაციის შესახებ სხვადასხვა ვორქშოფებსა და ტრენინგებში მონაწილეობით.

გერმანიის,აზერბაიჯანისა და საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამსახურისა და EVZ ფონდის მხარდაჭერით, საქართველოდან ProActive Group Georgia-სთან , გერმანიისა და აზერბაიჯანის სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.