Enter your keyword

post

ააიპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში წარმატებით დასრულდა სრულად დაფინანსებული პროექტი ,,მოსწავლე გიდები”

ვემო ქართლის რეგიონი და მათ შორის ბოლნისიც დიდ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში, რაც დასტურდება მატერიალური და წერილობითი წყაროებით, კულტურის ძეგლებით. ამ ტერიტორიაზე აღრიცხულია 200-ზე მეტი ძეგლი. მათგან რამდენიმე, ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, მსოფლიო საგანძურშია შეტანილი სწორედ ამ საგანძურის შესწავლითა და

ტურიზმით დაინტერესებული მონააწილეები გააერთიანა პროექტმა.

პროექტის ფარგლებში შეისწავლეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი და დაამუშავეს ხუთი ტურისტული მარშრუტი.

1.პილიგრიმული ტურიზმი.

2.კულტურული ტურიზმი.

3.მეგალითების სამყარი.

4.ღვინის გზა

5.გერმანული უბანი.

მონაწილეებმა წარადგინეს მომზადებული პრეზენტაცია და მოისმინეს ჟიურის უკუკავშირი.ჩვენი გუნდები მზად არიან მიიღონ ტურისტები და გაუწიონ ღირსეული გიდობა.

დიდი მადლობა პროექტის ავტორს,ორგანიზატორებს,მადლობა ჟიურს და მონაწილე მოსწავლეებს.

განსაკუთრებული მადლობა ბოლნისის ახალგაზრდულ იდეას ამ შესაძლებლობისთვის