Enter your keyword

post

ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლას საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თომას მიულმანი ეწვია

ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლას საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თომას მიულმანი ეწვია

24 იანვარს ელჩი ვიზიტით ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ბაზაზე ასებულ ეკო-კლუბს ეწვია .

ელჩმა დიდი ხნის წინ გაცემული პირობაც შეასრულა: 2021 წელს, იგი დაჰპირდა ელენე ჟღენტს, რომ აუცილებლად ჩავიდოდა მასთან ბოლნისში. ელენე ჟღენტი 2021 წელს ავსტრიის საელჩოსა და CENN მიერ ერთობლივად ორგანიზებული სასკოლო კონკურსის („ბუნების სტუმარი“) ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ელჩზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ელენეს აქტიურმა ჩართულობამ გარემოს დაცვის მიმართულებით და მისმა სამხატვრო ნიჭმა

სკოლაში საგანგებო შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ

⭕️ეკო-კლუბის ლიდერმა, კონკურსის „ბუნების სტუმარი“ გამარჯვებულმა ელენე ჟღენტმა, მოწვეულ სტუმრებს ეკო-კლუბის საქმიანობის ამსაახველი პრეზენტაცია წარუდგინა და დისკუსია გამართა თემებზე:

#ბიობოსტანი

#ნარჩენებისმართვა,

#კლიმატისცვლილება

#გარემოსდაცვა

⭕️ ელჩის სტუმრობა ორგანიზებული იყი ეკო კლუბის ლიდერის ელენე ჟღენტის მიერ .

⭕️თავად ელენე ჟღენტი კი CENN – ის რეგიონული პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში”, კონკურსის გამარჯვებული და საქართველოში ავსტრიის საელჩოს პრიზიორია.

აღნიშნული პროექტის ფინანსური მახარდამჭერია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა /Austrian Development Cooperation