Enter your keyword

post

ააიპ იოანე ბოლნელის სკოლის ეკოკლუბის ეკოკომიტეტის ორგანიზებით კლიმატის ცვლილებებზე ვორქშოფი გაიმართა

30 ოქტომბერს ჩვენი სკოლის ეკოკომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობა ” კლიმატის ცვლილება. კლიმატის ცვლილება და ტურიზმი.კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი კატასტროფები”. შეხვედრას ესწრებოდა ქ. ბოლნისის N2 საჯარო სკოლის , სოფ.რატევანი საჯარო სკოლის და ჩვენი სკოლის VII, VIII, IX კლასის მოწავლეები.მოსწავლეებს აღნიშნულ საკითხებზე ესაუბრა გეოგრაფიის მასწავლებელი ნონა მელაშვილი. შეხვედრამ ინტერაქტიულად ჩაიარა. იმსჯელეს კლიმატის ცვლილების მიზეზებზე, შედეგებზე, პრევენციის გზებზე, გაიმართა დისკუსია თუ რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ტურიზმზე. ასევე მოსწავლეებს შესალებლობა მიეცათ ჯგუფებში შეექმნათ საქართველოში გავრცელებული კატასტროფების შესახებ პოსტერები. ნამუშევრების პრეზენტაციისას იმსჯელეს სხვადასხვა ბუნებრივ კატასტროფის წარმოშობის მიზეზებზე, შედეგებზე, თავდაცვის გზებზე.

#ეკოსკოლა

#ეკოკომიტეტი

#დედამიწისქომაგები