Enter your keyword

post

ააიპ იოანე ბოლნელის სკოლის ეკოკლუბმა ეკოკოდექსი შეიმუშავა

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახ.სკოლის ეკოკომიტეტმა „დედამიწის ქომაგებმა“ (კოორდინატორი ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ხატია რაზმაძე ) პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავის“ მიერ ორგანიზებული ეკო სკოლების პროგრამის ფარგლებში შეიმუშავა მეშვიდე საფეხურის შესაბამისი ეკოსკოლის ეკოკოდექსი. რომელიც გახდა სკოლის შინაგანაწესის ნაწილი და განთავსდა საინფორმაციო დაფაზე.

შვიდივე საფეხურის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული ეკოკომიტეტის წევრების და სასკოლო საზოგადოება. განაახორციელეს არჩეული თემის „კლიმატის ცვლილების“ შესაბამისი აქტივობები სამი მიმართულებით : კლიმატის ცვლილება ( სასკოლო საზოგადოების ინფორმირების გაზრდა და ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების თემატიკაზე), საინფორმაციო და სოციალური კამპანიები კლიმატის ცვლილებაზე, კლიმატის ცვლილება და საქართველო.

ჩვენი ეკო კომიტეტი მწვანე დროშის მოლოდინში ისევ აგრძელებს საქმიანობას და ამ სასწავლო წელსაც საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს გვპირდება.

იხილეთ საშუალო ტემპერატურის ცვლილება თქვენს რეგიონში.

ინფორმაციის მიღება კლიმატოლოგიაზე

ყველა რეაქცია:

1212