ააიპ იოანე ბოლნელის სკოლაში ,,შემოდგომის ფესტივალი 2023” ჩატარდა
შემოდგომის ფესტივალი 2023!
“ჩვენი საქართველო აქ არის”
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა!
ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემის ლოცვა-კურთხევით 2023წლის 3 ნოემბერს გაიმართა
ტრადიციული შემოდგომის ფესტივალი “ჩვენი საქართველო აქ არის”
.ეს არის ერთობისა და სიხარულის ზეიმი,სადაც სასკოლო საზოგადოება ერთიანდება და ერთმანეთს სჩუქნის ბედნიერებითა და სიხარულით სავესე წუთებს!
ფესტივალში მონაწილეობდა 200 მოსწავლე,რაც უნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა და სიხარულია,ჩვენთვის.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო,საქართველოს ყველა კუთხე,თავისი ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით.ტარდიციული ქართული სამოსი,ქართული-ხალხური სიმღერა,ქართული ცეკვა.ჩვენი სკოლის პაწაწინა ეზოში გაერთიანებულ საქართველოს იხილავდით….
ფესტივალის მზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული,მოსწავლეები,მასწავლებლები,მშობლები…
ფესტივალს სტუმრობდა არაერთი საპატიო სტუმარი,რაც უდიდეს სიხარულს გვმატებდა თითოელ ჩვენგანს!
მადლობა უფალს და მადლობა თქვენ მშობლებო,მოსწავლეებო,პედაგოგებო!ეს დღე თქვენი შრომისა და მონდომების შედეგია.სწორედ თქვენი დამსახურებაა ამ ფესტივალის ასე საოცრად წარმოჩენა.




