ააიპ იოანე ბოლნელის სკოლის მეორე კლასი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
16 ნოემბერი – ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა.
ტოლერანტობა არის ადამიანის აქტიური პოზიცია, პარტნიორობა, თანაგრძობა, სხვებზე ზრუნვა. ეს ზნეობრივი და სოციალური აქტივობაა. ეს არის როგორც საკუთარი, ასევე სხვათა ღირსების დანახვა და პატივისცემა, შენგან გასხვავებულ ადამიანეთან ურთიერთობის სურვილი.
მოექეცი სხვა ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ შენ.
თუ გვინდა მშვიდობიან გარემოში ცხოვრება, პატივს უნდა ვცემდეთ სხვა რელიგიის, ეროვნებისა თუ რასის წარმომადგენლებს.
ტოლერანტი ადამიანი სულიერად მდიდარია. ის ხედავს, რომ სამყარო მრავალფეროვანია.
ტოლერანტობა გამორიცხავს ძალადობასა და აგრესიას.
ჩვენი საყვარელი მეორე კლასი,დამრიგებელი,მაია რთველაძე




