ააიპ იოანე ბოლნელის სკოლაში მე-7 ბ კლასმა ჯანსაღი კვების მასტერკლასი ჩაატარა
მეშვიდე ბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან ერთად მოაწყეს ჯანსაღი კვების დღე. დაამზადეს ჯანსაღი სალათები, დააგემოვნეს და გაუმასპინძლდნენ ერთმანეთს. ისაუბრეს ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე და იმ პროდუქტებზე, რომელიც სასარგებლოა მოზარდის ჯანმრთელობისთვის. საკვები ნარჩენები კი მოაგროვეს და ეკო კლუბის წევრების მიერ მომზადებულ საკომპოსტე ყუთებში განათავსეს.




