ააიპ იოანე ბოლნელის სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობამ დემოკრატიული სკოლების მოსწავლეთა თვითმართველობის გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
30 სექტემბერს, დიდუბის საგამოფენო ცენტრში “ექსპო ჯორჯია” გაიმართა დემოკრატიული სკოლების გამოფენა-კონფერენცია.
დემოკრატიული სკოლების გამოფენა-კონფერენცია წელს პირველად გაიმართა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიების მსვლელობისას დაჯილდოვდა კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი დემოკრატიული სკოლები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორის მ/შ. ნინო დევნოზაშვილი და თვითმართველობის ხელმძღვანელი თამარ ლეკიშვილი.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი სკოლის თვითმართველობასა და სამოქალაქო განათლების კლუბს. სწორედ მათი განხორციელებული პროექტებისა და აქტივობების წყალობით ჩვენ მოვხვდით კონფერენციის დელეგატებს შორის.
მივიღეთ საინტერესო გამოცდილება,რომელსაც დავნერგავთ და გამოვიყენებთ სასკოლო ცხოვრებაში.




