Enter your keyword

post

ა(ა)იპ იოანე ბოლნესლის სახელობის სკოლას შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ჰაიდი გრაუ ეწვია

ა(ა)იპ იოანე ბოლნესლის სახელობის სკოლას შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ჰაიდი გრაუ ეწვია

4 თებერვალს, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰაიდი გრაუ სამოქალაქო განათლების კლუბის ,,Peak Of Changes/ცვლილებების პიკის’’  ორგანიზებით პროექტ ,,დიპლომატიის სკოლა 2023’’ ფარგლებში  ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს იოანე ბოლნელის  სახელობის სკოლას ეწვია.

ელჩმა ჰაიდი გრაუმ შევხედრის ფარგლებში საქართველო-შვეიცარიის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები მიმოიხილა და შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა იმ პროგრამების და აქტივობების შესახებ, რომელიც ხორციელდება შვეიცარიის ფინანსური მხარდაჭერით. ასევე კულტურულ მსგავსებებსა და ეკონომიკურ კავშირებზე, რომელიც მე-19 საუკუნიდან იწყება.

შეხვედრის ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერებმა წარადგინეს ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში.  (ანგარიშის თემატიკა: ადამიანის უფლებების, თანასწორობის, არაფორმალური განათლების, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების, ტოლერანტობისა და მულტიკულტურალიზმის კუთხით. )

კლუბის ერთ-ერთ ლიდერს ლუკა გაბიძაშვილს, მხარდამჭერი ორგანიზაციის ProActive Group Georgia ხელმძღვანელმა გიორგი აგირბაიამ პოლონეთის Erasmus+ საერთაშორისო გაცვლითი პროექტის საგზური გადასცა პროაქტიური საქმიანობისთვის და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უწყვეტი მხარდაჭერა.

ელჩი გაეცნო სკოლის სახელოსნოს ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების  გამოფენას და დაესწრო შვეიცარიის კულტურის პოპულარიზაციის კვირეულის ,,Hello Swiss’’ ფარგლებში მოსწავლეების  მიერ შექმნილ პოსტერები/კედლის გაზეთი და განხორციელებულ აქტივობებს, ასევე დაესწრო მოსწავლეების გუნდის სასცენო წარმოდგენას.

ვიზიტის ფარგლებში ელჩი ესტუმრა  ბოლნისის მუზეუმს და მოინახულა ელიას მთაზე აგებული მამათა მონასტერი, გაეცნო ადგილობრივი ღვინის წარმოების წესებს.

ელჩთან შეხვედრაზე დაანონსდა ბოლნისის ახალგაზრდული სივრცის შექმნის იდეა, რომლის ფარგლებში მოეწყობა შესაბამისი სივრცე და მოსწავლეების საჭიროებებს მორგებული აქტივობები განხორციელდება ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, სკოლის მხარდამჭერი ახალგაზრდული ორგანიზაციის, ProActive Group Georgia-ს წარმომადგენლები, რატევნის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

პროექტ ,,დიპლომატიის სკოლა 2023’’ განხორციელება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ირინა მიქავას და კლუბის  ,,Peak Of Changes/ცვლილებების პიკის’’  ინიციატივითა და ორგანიზებით ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მხარდაჭერით.