Enter your keyword

post

,,ადამიანის უფლებების სკოლა 2022″ ფარგლებში  გაიმართა შეხვედრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მედატორთან და ევროპი საბჭოს თანასწორობის ელჩთან ,გიორგი აბულაძესთან

,,ადამიანის უფლებების სკოლა 2022″ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მედატორთან და ევროპი საბჭოს თანასწორობის ელჩთან ,გიორგი აბულაძესთან

12 ნოემბერს ,,ადამიანის უფლებების სკოლა 2022″ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მედატორთან და ევროპი საბჭოს თანასწორობის ელჩთან ,გიორგი აბულაძესთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემატიკა და პრევენციული მექანიზმები,ასევე მონაწილეებმა მოირგეს მსახიობების, არასამთავრობო ორგანიზაციის, პარლამენტარების როლები,ხოლო მეოთხე გუნდმა,საინფორმაციო ცენტრმა, განსაზღვრა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ არსებული პრევენციული მექანიზმებზი საინფორმაციო ბიულეტენების წარდგენის სახით, მათ შორის სხეულის ენის გამოყენებით .

პარლამენტარების წარმოადგინეს კანონპროექტი,მსახიობებმა გადმოსცეს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემატიკა მათ მიერ შექმნილი სცენარით,ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩამოაყალიბეს ორგანიზაციის სახელწოდება, სამიზნე ჯგუფები, კონცეფცია,მიზნები და ამოცანები და სამოქმედო არეალი.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების გაანალიზონ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები და პრევენციული მექანიზმები.

ეს აქტივობა ხორციელდება ქვემო ქართლის თანაწორობის ელჩის,ირინა მიქავასა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსის,თამარ ბოჭორიშვილსი მიერ, კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.