ბიოლოგიისა და გეოგრაფიის პედაგოგების თანამშრომლობიტ მეშვიდე კლასმა საინტერესო აქტივობა ,,გავუფრთხილდეთ დედამიწას” წარმოადგინეს
დედამიწის დღესთან დაკავშირებით კვირეულის ფარგლებში გეოგრაფიის და ბიოლოგიის მასწავლებლის ორგანიზებით მეშვიდე კლასელებმა წარმოადგინეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი აქტივობა ” გავუფრთხილდეთ დედამიწას”. მოსწავლეებმა ისაუბრეს დედამიწის პრობლემებზე, გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებზე. წარმოადგინეს ინსცენირება თუ როგორ აზიანებს ადამიანი გარემოს და რამდენი რამეა ადამიანზე დამოკიდებული. როგორ შეგვიძლია ადამიანებს გარემოზე ზრუნვით შევცვალოთ დედამიწის მდგომარეობა. აქტივობამ საინტერესოდ ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურა. ამ ფორმით პატარებმაც უკეთ გაიაზრეს თუ რატომ აღინიშნება დედამიწის დღე და რა მნიშვნელობა აქვს მის აღნიშვნას.
მადლობა ნონა მასწავლებელს და ხატია მასწავლებელს საინტერესო ინტეგრირებული აქტივობისთვის.




