ევროპულ-ქართული ინსტიტუტის სამაგიდო თამაში ,,არჩევნეთი” სამოქალაქო განათლების კლუბს ,,ცვლილებების პიკი/Peak of changes” ეწვია
26 იანვარს „არჩევნეთი” ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ბაზაზე არსებულ სამოქალაქო განათლების კლუბს ,,Peak Of Changes/ცვლილებების პიკი” ეწვია.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის,ირინა მიქავას ინიციატივით შესაძლებელი გახდა აღნიშნული ინოვაციური თამაში ბოლნისში მცხოვრები მოსწავლეებისთვის გაგვეცნო .
აქვე მადლობას ვუხდით ევროპულ-ქართულ ინსტიტუტს მნიშვნელოვანი აქტივობისთვის, რატევნის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებს დასწრებისთვის.
„არჩევნეთი” ინოვაციური სამაგიდო თამაშია, რომელიც თავდაპირველად შვედეთში შეიქმნა სახელწოდებით „ელექშენვილი”. იგი შვედეთის ინსტიტუტმა შექმნა და მის მიზანს წარმოადგენს, დაეხმაროს სტუდენტებს ინოვაციური თამაშის გზით ქალაქის საკრებულოში მიმდინარე პროცესების გააზრებაში.
აღნიშნული თამაში 2021 წელს მალმოს უნივერსიტეტისა და შვედეთის საელჩოს (Embassy of Sweden in Tbilisi) მხარდაჭერით ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა თარგმნა ქართულ ენაზე და მოარგო ადგილობრივ რეალობას.