ეკო-კლუბმა ჩაატარა აქცია-მსვლელობა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციისთვის სლოგანით:”შეაჩერე დაბინძურება, გადაარჩინე გარემო”
ჩატარდა აქცია-მსვლლობა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის და ფეხით სიარულის პოპულარიზაციის მიზნით. სლოგანით: ” შეაჩერე დაბინძურება”, გადაარჩინე გარემო”. ჩვენი ეკო კლუბი ჩართულია ეკო სკოლების პროგრამაში და ახორციელებს სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ სხვადასხვა აქტივობებს “კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით”
ჩვენ გვინდა, ჩვენი აქცია-მსვლლობით დავაფიქროთ ადამიანები, თუ რა დიდი ზიანი მოაქვს ავტომობილების გამონაბოლქვს ატმოსფეროსთვის, გარმოსთვის , დედამიწისტვის და მივცეთ ადამიანებს მაგალითი იარონ უფრო მეტად ფეხით, გამოიყენონ ეკო მეგობრული ტრანსპორტი , რაც როგორც გარემოსთვის, ასევე საკუთარი ჯანმრთლობისთისაც კარგია. გვინდა ადამიანებმა უფრო მეტი კლიმატგონიუვრული ქმედება განახორციელონ, გაითავისონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა.
უდიდესი მადლობა ეკო კლუბის ხელმძღვანელს ,ხატია რაზმაძეს ,კლუბის თითოეულ წევრს,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა, სპორტის სამსახურის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსს, ბატონ გიორგი საცკოვს.