Enter your keyword

post

ინგლისური ენის პედაგოგის, თეონა ადამაძის ორგანიზებით აქტივობა Alphabet Scavenger Hunt ჩატარდა

✅ Alphabet activities

საგანი: ინგლისური ენა

კლასი: I

მასწავლებელი: თეონა ადამაძე

პირველმა კლასმა ზეპირად შეისწავლა ანბანი და სკოლის სპორტულ მოედანზე, გავმართეთ შემაჯამებელი აქტივობა.

🔤 Alphabet Scavenger Hunt – მოსწავლეებს უნდა ეპოვნათ, სტადიონზე გაბნეული ყველა ინგლისური ასო და დაელაგებინათ ანბანური თანმიმდევრობით.

📝 Letter Relay race – მოსწავლეები დაიყვნენ გუნდებად, თითოეულ მათგანს მასწავლებელი აჩვენებს სიტყვას და შემდეგ მონაწილეები ბარათებით აწყობენ ამ სიტყვებს.

🎈Balloons – მოსწავლეებს დაურიგდათ ბუშტები, რომელზეც დატანილი იყო დიდი და პატარა ასოები. მათ უნდა ეპოვნათ მეწყვილე, შესაბამისი ბუშტით, მაგ: A და a; B და b….