Enter your keyword

კლასები

სადამრიგებლო პროგრამა

2022-2023      სასწავლო წელს  სკოლაში ყველა კლასს  ჰყავს დამრიგებელი.ცხოვრობს ქრისტიანული წესების  დაცვით.ადგენს სამოქმედო გეგმას,დაფუძნებულს კლასის საჭიროებებზე,უზრუნველყოფს მოსწავლეთა ქრისტიანულ აღზრდას და მათ წაყვანას წირვა-ლოცვაზე.

კ ლ ა ს ი ს  დ ა მ რ ი გ ე ბ ლ ე ბ ი

I კლასი II კლასი II კლასი III კლასი IV კლასი IV კლასი V კლასი VI კლასი
მაია რთველაძე რუსუდან თეთრაძე ლილი რიკაძე ნინო მოდებაძე ნატო ხაჩატუროვა ნატო ხაჩატუროვა ქეთევან გაბლიშვილი ხატია რაზმაძე
VI კლასი VII კლასი VIII კლასი IXკლასი X კლასი XI კლასი XII კლასი  
მარიამ ფოჩხიძე ნინო დევნოზაშვილი იზა რეხვიაშვილი ლილი დევნოზაშვილი ელენე დევნოზაშვილი იზა რეხვიაშვილი ნინო დევნოზაშვილი  

 

კლასის დამრიგებელთა მუშაობის მიზანია, მოსწავლის აღზრდა ქრისტიანულ პრინციპებზე დაყრდნობით,დაეხმროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული,ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში.დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას,უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე  საკუთარი უფლება- მოვალეობების გააზრებაში .

დ ა მ რ ი გ ე ბ ლ ი ს    მ ო ვ ლ ე ო ბ ე ბ ი ა:

  • გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და მოვალეობები;
  • რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი, რომლის მიზანია მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;
  • სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე:

          ა) პიროვნული და მორალური განვითარება;

           ბ) გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება;

           გ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;

           დ) უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;

           ე) მოქალაქეობრივ – პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;

           ვ) თვალსაწიერის გაფართოება.

 

დაწყებით კლასებში (I-IV კლასებში) არანაკლებ კვირაში ერთხელ ჩაატაროს კითხვის   საათი, რომელიც  ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპენტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით:

       ა) კითხვის ტექნიკის გაძლიერებით;

       ბ) წაკითხულის განხილვა-გააზრებით;

       გ) ანალიზის უნარის განვითარებით;

       დ) პრეზენტაციის უნარის განვითარებით;

      ე) შემოქმედებითი უნარების განვითერევით და სხვა.

  • X   კლასში   სადამრიგებლო საათის ფარგლებში იმუშაოს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების თემატიკაზე;
  • იყოს  შუამავალი მოსწავლეს,მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
  • რეგულარულად  მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისცილინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ; დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი;
  • საჭიროების შემთხვევაში შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  • V-XII  კლასებისთვის  წელიწადში მინიმუმ  ორჯერ გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული  მოსწავლის აკადემიური მიღწევის,გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი. მასწავლებლებისგან მიწოდებული  ინფორმაციის საფუძველზე დაწეროს  თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება;
  • დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები,მისი წარმატებები როგორც აკადემიური ,ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით;
  • მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში  დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ, მოსწავლის პირად საქმეში შესატანად.

 

დ ა მ რ ი გ ე ბ ლ ი ს    მ უ შ ა ო ბ ი ს   პ რ ი ნ ც ი პ ე ბ ი ა:

  • სრულფასოვანი აღზრდა – სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური და ემოციურ-სიციალური განვითარებისკენ
  • მოსწავლის შესალებლობების გამოვლენა – მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
  • მოსწავლეებში    პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება – დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა ნისცეთ მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების ( ზეიმები, ექსკურსიები და სხვა) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში;
  • დამრიგებელმა მაქსიმალურად  უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;
  • თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა  ემყარებოდეს  თანამშროლობას, ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას;
  • ყველა დამრიგებლმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკლევები.