Enter your keyword

post

ლიეტუვის ელჩს სკოლის ფოლკლორის  გუნდმა ქართული ტრადიციული  მუსიკა წარუდგინა

ლიეტუვის ელჩს სკოლის ფოლკლორის გუნდმა ქართული ტრადიციული მუსიკა წარუდგინა

10 მარტს, ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ,,ცვლილებების პიკი” ინიციატივითა და ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა საქართველოში ლიეტუვას ელჩთან, ანდრიუს კალინდრასთან პროექტ ,,დიპლომატიის სკოლა 2023″ფარგლებში.

ლიეტუვას ელჩმა, დაათვალიერა პროექტის ,,Hello Lithuania-Hello Freedom” ხელმძღვანელებისა და ორგანიზატორების , თამარ ლეკიშვილის, ნინი რეხვიაშვილის, თიკო ურუმაშვილისა და ლევან ურუმაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი თემატური კედლის გაზეთები ლიეტუვას შესახებ.

შეხვედრა გახსნა ,სამოქალაქო განათლების კლუბის კოორდინატორმა, ირინა მიქავამ, ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის დირექტორის მ/შ ნინო დევნოზაშვილმა და სკოლის მოძღვარმა, მამა კონსტანტინე კობახიძემ.

შეხვედრის პირველი ნაწილში კლუბის დამფუძნებელმა მარიამ მანაგაძემ და წევრმა ,ელენე საყვარელიძემ წარადგინეს პრეზენტაცია , სამოქალაქო განათლების კლუბის ერთწლიანი საქმიანობისის ანგარიში ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, მრავალფეროვნების, ევროატლანტიკური სტრუქტურებისა და რუსული ოკუპაციის შესახებ. გარდა ამისა, განიხილეს, სამომავლო გეგმები, ბოლნისის ახალგაზრდული სივრცის შექმნის შესახებ.

მეორე ნაწილში, ელჩმა ისაუბრა ლიეტუვა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დასვეს კითხვები რუსული ოკუპაციის საფრთხეების, ლიეტუვას წარმატების საიდუმლოს, რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზებსა და არსებულ შესაძლებლობებზე.

მესამე ნაწილში,სკოლის ფოლკლორული გუნდის ხელმძღვანელ მარიკა ფოჩხიძესთან ერთად შეასრულეს სამი, ქართული ტრადიციული მუსიკა.

დიდ მადლობას ვუხდით, მოწვეულ სტუმრებს, ბატონ ელჩს, პროექტის ხელმძღვანელებს, მონაწილეებს და პედაგოგებს მხარდაჭერისთვის.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციატივითა და ირგანიზებით ProActive Group Georgia-სთან თანამშრომლობით.

🇬🇪
🇱🇹