მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში მეშვიდე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინიგი მედიაწიგნიერების შესახებ
გრძელდება მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში აქტივობები.
დღეს, 27 ოქტომბერს, მეშვიდე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინიგ მედიაწიგნიერების შესახებ.
მოსწავლეებმა შეიტყვეს ინფორმაცია მედიის როლზე, ყალბი ინფორმაციის, დეზინფორმაციის, მისინფორმაციისა და მალინფორმაციის მავნე შედეგებზე.
გარდა ამისა, მიმოხილეს მედიაწიგნიერების როლი, ყველა ის ძირითადი ისნტრუმენტი რითაც შესაძლებელია ყალბი ინფრომაციის გავრცელებისგან დაცვა.
გაანალიზეს სიძულვილის ენის მავნე შედეგები, გამოხატვის თავისუფლების, როგორც უფლების მახასიათებლები და პერსონალური ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობა.
შეხვედრის ბოლოს მიიღეს სამოქალაქო განათლების პედაგოგისგან პრაქტიკული რჩევები პერსონალური ინფორმაციის დაცვის შესახებ სოციალურ მედიაში.