მერვე კლასის მოსწავლეებმა თანასწორობის კვირეულის ფარგლებში შეასრულეს აქტივობა, ,,საშინაო საქმეები”
10 ნოემბერს, სამოქალაქო განათლების საგანში, მერვე კლასის მოსწავლეებმა თანასწორობის კვირეულის ფარგლებში შეასრულეს აქტივობა, ,,საშინაო საქმეები”.
მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს ჰქონდა სხვადასხვა მოწმის ჩვენებები და სადისკუსიო კითხვები ჩვენების გასააზრებლად.
თითოეული მათგანი შეეხებოდა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემატიკას.
აღნიშნული დავალების მიზანია,მოსწავლეებმა გაანალიზონ ქალთა მიმართ ძალადობის საფრთხეები და პრევენციული მექანიზმები,განივითარონ გუნდური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები.
საბოლოოდ,გაიმართა რეფლექსია და განხილული შემთხვევების შესახებ დისკუსია,გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი,რომ ,,ჩარევა აუცილებელია”,,,მოქმედება და დროული მხარდაჭერა საჭიროა”,რათა დაგვიანებული რეაქციით არ მივიღოთ მსხვერპლი .