Enter your keyword

“მე და ჩემი უფლებები”

განხორციელების ვადები  2022 სექტემბერი  – 2023 ივნისი

პროექტის კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან/ზოგადი განათლების შესახებ კანონთან – სკოლამ ხელი უნდა შუწყოს ახალგაზრდების ინფორმირებას , თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ , რაც დიდ როლს შეასრულებს  მათი როგორც ცნობიერების ამაღლებაში ,ასევე  აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.

პროექტის ხელმძღვანელი: ირინა მიქავა- სამოქალაქო განათლების პედაგოგი

პროექტის განმახორციელებელი გუნდი –VII-XII  კლასის მოსწავლეები, ქართულის,ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიის, უცხო ენის, ხელოვნების,ფიზიკის,ქიმიის   პედაგოგები,სამოქალაქო განათლების კლუბი Peak Of Changes/ცვლილებების პიკი

პროექტის საერთო ბიუჯეტი (თანხა) – 0 ლარი; გამოყენებული იქნება სკოლის ბაზაზე არსებული რესურსი

I.პრობლემის დასაბუთება (მაქსიმუმ 200 სიტყვა)

ტექნოლოგიური პროგრესისთან ერთად დღეს საკმაოდ მწვავედ დგას  ინფორმაციული ომის საფრთხეები . ამ პირობებში მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ჰქონდეთ ზუსტი, ხარისხიანი და აუცილებელი ინფორმაცია  როგორც მათი უფლებების,ასევე ადამიანის ძირითადი უფლებებისა და გამოწვევების შესახებ , რომელიც დაკავშირებულია ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც ისინი ტრადიციული და სოციალურ მედიის აქტიური გამოყენების დროს ხედავენ  როგორ ირღვევა სიცოცხლისა და თავისუფლების ფუნდამენტური უფლება, როგორ საჯაროვდება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, უხეშად ირღვევა შრომის უსაფრთხოების ნორმები ელემენტარული ნორემბის დაუცველობს გამო . დღეს  მოსწავლეები   ხშირად არიან დისკრიმინაციის ფაქტების შემსწრე, ძალადობის ,უთანასწორო და არასამართლიანი მოპყრობის მსხვერპლი , მაგრამ   არ იციან როგორ დაიცვან თავი ვის მიმართონ, როდესაც ბავშვი ოჯახში ძალადობის სამიზნეა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მიღებული ინფორმაცია ხშირად დიდ გავლენას ახდენს ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დამოკიდებულებბსა  და განწყობებზე.

 ახალგაზრდებს ამ ასაკში  ხშირად აქვთ ინფორმაციული დეფიციტი, ყალბი ინფორმაციის გავლენის ქვეშ კი უჭირთ საკითხის სწორად და  სამართლიანად მიღება , ხშირია როდესაც არ ფლობენ ინფორმაციას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესახებ, გარდა ამისა არ იციან მათი უფლებები და უჭირთ შემდგომ როგორც მისი გამოყენება,ასევე დაცვა.  შემდგომ   იკვეთება დამატებითი გამოწვევები  ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, რომელთაც აქვთ ფსიქოლოგიური დაზიანებები ფიზიკურთან ერთად ხდებიან თავად აგრესიული .კლებულობს მოსწავლეებში სწავლის მიმართ ინტერესი,  უფრო აგრესიულები ხდებიან, ცდილობენ ძალადობრივი დამოკიდებულებებით  დაიმკვიდრონ თავი, რაც ცუდად აისახება შემდეგ ჯანსაღი  გარემოს ჩამოყალიბებაზე, სადაც მშვიდობიანი ფორმებით ხდება საკითხების განხილვა .ისინი ხდებიან მიჯაჭვული კომპიუტერულ თამაშებზე , სხვა აქტივობებით ინტერესდებიან , ჩნდება თავისუფალი დროის სწორად გამოყენების პრობლემა, უჭირთ დროის მართვა . ხოლო შემდგომ კი როდესაც არ გაგვაჩნია ინფორმაცია როგორც საკუთარი,ასევე სხვისი უფლებების შესახებ   ამ დროს მოქალაქეები ვერ გრძნობენ თავიანთ  უფლებებთან ერთად ვალდებულებებს და ჩნდება სამართლებრივი კულტურის დეფიციტის ნიშნები, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის , რაც აისახება კრიმინალის დონის ზრდასა  და  უსაფრთხოების უზრუნველყოფის მინიმალურ სტანდარტებში.

ამ  პრობლემების  ადვოკატირების კამპანიის წარმართვის მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არსებული პრაქტიკის შესწავლის, მოსწავლეთა პრობლემების იდენტიფიცირებისა და  საჭიროებების კვლევის შედეგად, გამოიკვეთა განსახორციელებელი აქტივობები, რომელიც  შემუშავდა სხვადასხვა საგნის პედაგოგების მიერ. აღნიშნული აქტივობები კი დიდ გავლენას მოახდენს ცნობიერების გაზრდასა და ინფორმირებაზე ამ საკითხის მიმართულებით, რომ  მოსწავლებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რათა შეძლონ მომავალში თავად დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტური ადვოკატირების კამპანია , რომელიც სწორედ მიმართული იქნება ადამიანის უფლებების პრობლემატიკის მოგვარების პროცესში მოსწავლეების ჩართულობის ხარისხის გაზრდასთან ერთად  , იდენტიფიცირებული პრობლემის  გადაჭრაზე ფორმალური თუ არაფორმალური აქტივობებით თემში.

II.პროექტის მიზანი  და ამოცანები (რეალისტური, გაზომვადი, დროში მიღწევადი)

პროექტის ,,მე და ჩემი უფლებების“ მიზანია  როგორც სკოლის მოსწავლეების,ასევე თემში მცხოვრები ახალგაზრდების ,მშობლების,მასწავლებლების ცნობიერების ამაღლება  ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების   შესახებ, რათა  შემცირდეს  უთანასწორო/არასამართლიანი მოპყრობა  და ძალადობის სხვადასხვა ფორმის გამოყენება საზოგადოებაში.