Enter your keyword

post

მოსწავლეთა თვითმართველობის ორგანიზებით დედის დღესთან დაკავშირებით პოეზიის საღამო გაიმართა

დღეს,თვითმართველობის წევრის, სალომე ხერგიანის ორგანიზებით ,საოცარი ღონისძიება ჩატარდა,რომელიც დედის დღესა და გაზაფხულის დღესასწაულებს მიეძღვნა.ღინისძიებაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეიბდნენ და დიდი სიყვარულით კითხულობდნენ დიდებული პოეტების ლექსებს.

ღონისძებას ესწრებოდნენ ,მშობლები,პედაგოგები,მოსწავლეები.უდიდესი სითბო და სიყვარული სუფევდა დარბაზში.დიდი ბედნიერებაა მოსწავლეების მიერ ორგანიზებულ ღონისძებაზე დასწრება,რომელიც დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით იყო სავსე.

სკოლის დირექცია დიდი მადლობას უხდის ორგანიზატორს: სალომე ხერგიასა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს.

დედობა ასეთია,უსიტყვო მზადყოფნაა-

ქარში და ავდარში სიმშვიდის სავანე.

სანამ დედა გვყავს მუდმივი ბავშვობაა,

დედობა სიკეთეა,მეხუთე-სხვა მხარე…

შვილები იზრდებიან,შვილებმა რა იციან,

დედების წინაშე მთებიც მხრებს იდრეკენ!

დედები შვილისთვის ცეცხლშიაც გაივლიან,

შვილებსაც,დედებსაც გვქონოდეს სიკეთე!

+29