მოქალაქეობის საგნის სწავლების ფარგლებში მე-9 კლასის მოსწავლეებმა სამშვიდობო მისიები ,,აკვარიუმის მეთოდის” გამოყენებით შეაჯამეს
მე-9 კლასში, სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების ფარგლებში, პედაგოგ, ირინა მიქავას ორგანიზებით გაიმართა ,,აკვარიუმის მეთოდის” გამოყენებით დისკუსია სამშვიდობო მისიებზე. აღნიშნული მეთოდის თევზის აკვარიუმის“ (Fishbowl), ან უბრალოდ „აკვარიუმის“ მეთოდი გამოიყენება ჯგუფური დისკუსიის დროს რომლის გამოყენება პირველად მოხდა გაკვეთილზე. ნაბიჯ-ნაბიჯ კი ჩვენი მოსწავლეები ექსპერტები ხდებიან.
მეთოდის თავისებურებები:
ეს არის ტრადიციული დებატების ალტერნატივა;
ცვლის მრგვალ მაგიდასთან დისკუსიას;
წაახალისებს დინამიკურ მონაწილეობას;
სასარგებლოა წინააღმდეგობრივ თემებზე მუშაობისას;
თავიდან გვაცილებს ხანგრძლივ პრეზენტაციებს
კლასი იყოფა ორ ჯგუფად. ერთ ჯგუფს დამკვირვებლის ფუნქცია აქვს, მეორეს – მოქმედი ჯგუფისა. ჯგუფების წევრთა რაოდენობა არათანაბარია. მცირერიცხოვანი ჯგუფი (6-8 მოსწავლე) განლაგდება წრიულად საკლასო ოთახის შუაგულში. თანაკლასელები მათ გარშემო წრიულად სხდებიან. შიდა წრეში მიმდინარეობს . შიდა წრე შეიძლება იყოს დახურული ან ღია. ღია წრე გულისხმობს იმას, რომ დამკვირვებელ მოსწავლეებს შეუძლიათ დისკუსიაში ჩართვა, რისთვისაც შიდა წრეში თავისუფალი სკამია გამოყოფილი. მსურველი ჯდება ამ სკამზე, გამოთქვამს თავის მოსაზრებას და გარე წრეში კვლავ თავის ადგილს, ანუ დამკვირვებლის პოზიციას უბრუნდება.
გარე წრეს შეიძლება სხვადასხვა დავალება ჰქონდეს:
ა) თვალყური ადევნონ დისკუსიას, იფიქრონ თავიანთ არგუმენტებზე, რათა ის მოგვიანებით გააცნონ მთელ კლასს. ამ შემთხვევაში ორიენტაცია აღებულია დისკუსიის შინაარსზე. ასეთ შემთხვევაში მოსახერხებელია ღია ტიპის შიდა წრე.
ბ) დააკვირდნენ დისკუსიის მიმდინარეობისას მონაწილეთა მიერ დისკუსიის წესების დაცვას, სოციალურ ქცევებს, მონაწილეთა პოზიციების დამაჯერებლობას და ა.შ. დისკუსიის მიზანია საუბრის ხელოვნების აღზრდა. ამ მიზანს შეესაბამება დახურული შიდა წრე.
გარე წრისათვის მინიჭებული ფუნქციის მიხედვით განისაზღვრება დისკუსიის შემდეგ საერთო საკლასო განხილვის შინაარსი. პირველ შემთხვევაში (ა) დისკუსია გრძელდება, მეორეში (ბ) – ხდება დისკუსიის მიმდინარეობის ანალიზი და შეფასება.
სასურველია მორცხვი და გაუბედავი მოსწავლეების ჩაბმა, თავდაპირველად დამკვირვებლის როლში. ისინი თანდათან, შეუმჩნევლად შეძლებენ თავიანთი წვლილის შეტანას დისკუსიაში. გარდა ამისა, შიდა წრის წევრების ქცევა გაუბედავი მოსწავლეებისათვის ერთგვარი სტიმული იქნება.
გარე მონაწილეები ერთ რომელიმე მხარეს ემხრობიან და როცა ორთაბრძოლაში ჩართვის სურვილი უჩნდებათ, ორთაბრძოლის მონაწილეს მხარზე ადებენ ხელს. ისინი ადგილებს ცვლიან.




