მშობელთა ჩართულობით ააიპ იოანე ბოლნელის სკოლამ 17 შინდისელი გმირის ბაღი გახსნა
6.04.2024 ისტორიული დღე სკოლაში!
17 შინდისელი გმირის სახელობის ბაღის გახსნა!
#მდგრადიგანვითარების მიზნები
#ოკუპაციის კვირეული
თებერვალის თვეში სკოლაში მიმდინარე ოკუპაციის კვირეულის და მშობელთა ჩართულობის თვის ფარგლებში,ჩვენი საქართველოს პედაგოგის, ქეთევან გაბლიშვილის ინიციატივით დაიგეგმა სკოლის ეზოში ხე-ხილის ბაღის გაშენება 17 შინდისელი გმირის საპატივცემულოდ.
აქტივობა დაიგეგმა მეხუთე კლასებში, ქართლის შესწავლისას.მეხუთე კლასის მშობლების თანადგომით შევიძინეთ ნერგები, შეუკვეთეთ ბანერი.
მოსწავლეებმა თავისი ხელით დარგეს ნერგები მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად. მოვლა-პატრონობაში კი დაეხმარება სკოლის ეკო კლუბი“ დედამიწის ქომაგები“.მეცხრე კლასის მოსწავლეებმა დარგვამდე მოამზადეს ბაღი.
დიდი მადლობა მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს და სკოლის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის ისტორიულ საქმეში.
დაიგეგმა ბუნებისმეტყველების საგანთან ინტეგრირება , კერძოდ მცენარის აგებულების, მნიშვნელობისა და ფუნქციის შესახებ გაკვეთილი.პედაგოგი ხატია რაზმაძე.
ასევე მეხუთე კლასელების შეხვედრა ეკო კლუბის წევრებთან და ბაღის მოვლის საკითხებზე მსჯელობა.




