პროექტ ,,სტუმრად ჩემი შვილის კლასში” ფარგლებში VII-ბ კლასის მოსწავლეებს მშობელი ეწვია
VII ბ კლასში პროექტ “სტუმრად ჩემი შვილის კლასში” ფარგლებში სტუმრად იმყოფებოდა ივანე ყანჩელაშვილი თაზო ყანჩელაშვილს მამიკო![]()
პროექტის მიზანია მშობლებმა უკეთ გაიცნონ თავიანთი შვილის კლასელები და ბავშვებმა კი მათი თანაკლასელის მშობლები.
ჩვენმა სტუმარმა ისაუბრა ისეთ საინტერესო თემაზე როგორიცაა განათლება, მისი მნიშვნელობა, ასევე ისაუბრა თუ რა მნიშვნელოვანია პროფესიის არჩევისას შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინება, მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება თუ როგორ გამოადგა ცხოვრებაში სკოლაში ნასწავლი საბუნებიამეტყველო საგნები და მათდამი ინტერესი,
ვიმსჯელეთ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის ჩართულობას და მის როლს შვილის აღზრდაში და პიროვნებად ჩამოყალიბებაში. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
მადლობა ივანე ყანჩელაშვილს ჩვენთან სტუმრობისთვის.
კლასის დამრიგებელი: ხატია რაზმაძე




