სამოქალაქო განათლების კლუბის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი პროექტ ,,დიპლომატიის სკოლა 2023″ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ბულგარეთის ელჩთან საქართველოში
3 აპრილს, ა(ა) იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი პროექტ ,,დიპლომატიის სკოლა 2023″ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ბულგარეთის ელჩთან საქართველოში
სამოქალაქო განათლების კლუბის ,,ცვლილებების პიკი/Peak Of Changes” დამფუძნებელმა თამარ ლეკიშვილმა და პრეზიდენტმა, საბა მანაგაძემ წარმოადგინეს პრეზენტაცია კლუბის საქმიანობის შესახებ ადამიანის უფლებების, კულტურული მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, ბავშვთა უფლებების, ევროკავშირის, ნატოს, გენდერული თანასწორობის, სამოქალაქო აქტივიზმის, მოხალისეობის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების, ქალთა მიმართ ძალადობისა და მოსწავლეთა კარიერული განვითარების კუთხით ადგილობრივი/საერთაშორისო პროექტების შესახებ.
ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველო-ბულგარეთის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია,შესაძლებლობები და პერსპექტივები. დისკუსიის ნაწილში დაისვა კითხვა საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების, ევროპული მომავალის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ.
მესამე ნაწილში დაჯილდოვდა ბულგარეთის შესახებ საუკეთესო კედლის გაზეთის ავტორი, ქრისტინე კობახიძე ბულგარე/ტის ელჩისა და საელჩოს წარმომადგენლის მიერ,
ბოლოს, სკოლის ფოლკლორულმა გუნდმა,ხელმძღვანელ მარიკა ფოჩხიძესთან ერთად შეასრულეს ქართული,ტრადიციული სიმღერები.
ელჩმა,ასევე დაათვალიერა სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგ ნათია კობალაძის ხელნაკეთი ნივთები. აგრეთვე, კვირეულის ,,Hello Bulgaria-hello Diversity” ფარგლებში შექმნილი კედლის გაზეთები გეოგრაფის, კულტურის,მეცნიერების,მუსიკის,ხელოვნების და ა.შ შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ მოსწავლეები, პედაგოგები და მოწვეული სტუმრები, სკოლისა და კლუბის მხარდამჭერი ორგანიზაციის ProActive Group Georgia -ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აგირბაია და გუნდის წევრები.
მადლობას ვუხდით შეხვედრის ორგანიზატორებს, მოსწავლეებს,სასკოლო საზოგადოებასა და სტუმრებს შეხვედრაში მონაწილოებისთვის.