სამოქალაქო განათლების კლუბის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა სახალხო დამცველის აპარატის, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და ბავშვთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან
30 მარტს, სამოქალაქო განათლების კლუბის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა სახალხო დამცველის აპარატის, ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსთან- გვანცა დავითაშვილთან, ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროს სპეციალისტისთან- გიორგი კვირიკაშვილი და ბავშვის უფლებათა დეპარტამებტის უფროსთან- ქეთევან სოხაძესთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმები,მიღწევები და შედეგები,ასევე ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მიღწევები.
შეხვედრას ესწრებოდნენ VII-X კლასის მოსწავლეები.მოსწავლეებმა დასვეს არაერთი საინტერესო კითხვა,რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით აქტიური ჩართულობისთვის.
მადლობა მოწვეულ სტუმრებს, მონაწილეებს და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებს საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის.