სამოქალაქო განათლების კლუბის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი ორგანიზებით კამპანია ,,მასწავლე, რათა დავიცვა” ფარგლებში მოსწავლეები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეწვივნენ
11 აპრილს სამოქალაქო განათლების კლუბის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი ორგანიზებით კამპანია ,,მასწავლე, რათა დავიცვა” ფარგლებში VIII-XI კლასის მოსწავლეები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეწვივნენ და შეხვდნენ გამომძიებლებს.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციის, როლისა და პირადი/პერსონალური ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობისა და პრევენციული გზების შესახებ. ასევე, მიმოიხილეს პრაქტიკული მაგალითებით რა შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დანაშაული სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალის გავრცელება თუ უკანონო შენახვა.
დაისვა არაერთი შეკითხვა, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია პერსონალური ინფორომაციას დაცვის აქტუალურ საკითხებზე.