სამოქალაქო განათლების კლუბმა ბრაზილიის ელჩს უმასპინძლა ,,დიპლომატიის სკოლა 2023” ფარგლებში
2 მაისს სამოქალაქო განათლების კლუბის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი პროექტის ,,დიპლომატიის სკოლა 2023″ ფარგლებში თბილისისა და ბოლნისის სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები/შეხვედრა გაიმართა ბრაზილიის ელჩთან საქართველოში.
შეხვედრა წარიმართა ორ ეტაპად ,პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა არაფორმალური აქტივობები წარმოადგინეს, ხოლო მეორე ეტაპზე გაიმართა სამოქალაქო განათლების კლუბის საქმიანობის ანგარიშის გაცნობა და ელჩის საჯარო ლექცია ბრაზილია-საქართველო ურთიერთობების შესახებ.
#ელჩის ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოაწყვეს ეზოში კედლის გაზეთების გამოფენა ბრაზილიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სპორტის, გეოგრაფიული მდებარეობის, ლიტერატურის, ტრადიციული კერძების შესახებ. მადლობა კედლის გაზეთის ავტორებს და პედაგოგებს შემოქმედებითი რესურსის შექმნისთვის.
#ეზოში სპორტის პედაგოგის,იზა რეხვიაშვილის ორგანიზებითა და მეათე კლასის მოსწავლეების დემეტრე მაღრაძის, ლევან ურუმაშვილის, გიორგი მიქელაძისა და საბა ბურჯალიანის დახმარებით, მეოთხე კლასის მოსწავლეებს შორის ჩატარდა შეჯიბრება ფეხბურთში, რომელთაც გულშემატკივრობდა ბრაზილიისა და საქართველოს გულშემატკივრები.
#მოსწავლეებმა წარმოადგინეს ბრაზილიული ცეკვა პედაგოგ იზა რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით.
#ფოლკლორულმა გუნდმა ტრადიციულად წარმოადგინა ქართული ტრადიციული სიმღერები გუნდის ხელმძღვანელი მარიკა ფოჩხიძესთან ერთად.
#ეზოში მოეწყო მოსწავლეთა სოციალური საწარმოს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ხელმძღვანელ, ხელოვნების საგნის პედაგოგ ნათია კობალაძესთან ერთად.
#ორგანიზატორებმა, ლუკა შაინიძემ და ლევან ურუმაშვილმა ჩაატარეს ქვიზი #ბრაზილიამეტრი გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელიც გაემგზავრება კლუბის გასვლითი ტურის ფარგლებში კახეთში.
მეორე ნაწილში ელჩს კლუბის წევრებმა ანანო ედიბერიძემ და საყვარელიძე ელენემ წარადგინეს კლუბის განხორციელებული აქტივობების ანგარიში და გაიმართა ელჩის ხელმძღვანელობით საჯარო ლექცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის 18-ე და 28-ე საჯარო სკოლის, ბოლნისის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები და ააიპ “საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახ.სკოლა” სახელობის სკოლის მოსწავლეები.
მადლობას ვუხდით ჩვენი კლუბის სახელით ბატონ ელჩს ვიზიტისთვია და საორგანიზაციო გუნდს, პედაგოგებს , დამსწრე საზოგადოებას საინტერესო და მრავალფეროვანი დღის შექმნისთვის.