Enter your keyword

post

სამოქალაქო განათლების კლუბის ,,Peak Of Changes/ცვლილებების პიკი” ორგანიზებით საჯარო გამოსვლის ჩემპიონატი ,,ახალგაზრდები ქალთა ძალადობის წინააღმდეგ” გაიმართა.

სამოქალაქო განათლების კლუბის ,,Peak Of Changes/ცვლილებების პიკი” ორგანიზებით საჯარო გამოსვლის ჩემპიონატი ,,ახალგაზრდები ქალთა ძალადობის წინააღმდეგ” გაიმართა.

4 ნოემბერს, ბოლნისის მუზეუმში, სამოქალაქო განათლების კლუბის ,,Peak Of Changes/ცვლილებების პიკი” წევრების , ნინი რეხვიაშვილის ,თეკლა რეხვიაშვილისა და მარიამ ურუმაშვილის ორგანიზებით ახალგაზრდები ადამიანის უფლებებისთვის კამპანიის ფარგლებში, საჯარო გამოსვლის ჩემპიონატი: ,, ახალგაზრდები ქალთა ძალადობის წინააღმდეგ” ჩატარდა.

აქტივობა რამდენიმე ეტაპიანი იყო ,რომელიც მოიცავდა ქალთა მიმართ ძალადობის ამსახველი ნახატების/ფოტოების გამოფენას,ვიდეო ჩვენებასა და საჯარო გამოსვლების ჩემპიონატს.

აქტივობის განხორციელება შესაძლებელი გახდა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ, მოწვეული ორგანიზაციებისა და მუნიციპლიტეტის წარმომადგენლები.

ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევ მიზეზებს, საფრთხეებსა და შედეგებს. ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ,ნამდვილი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის პროცესში.

მონაწილეებმა ასევე ,თანასწორობის ხეზე” განათავსეს თავიანთი მესიჯები საზოგადოებისთვის, თუ რას ნიშნავს მათთვის თანასწორობა.

აქტივობის მიზანია გაანალიზდეს ქალთა მიმართ ძალადობის საფრთხეები და პრევენციული მექანიზმები. აქტივობის განხორციელება შესაძლებელი გახდა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის ფარგლებში ა (ა)იპ იოანე ბოლნელის სკოლის ბაზაზე არსებული სამოქალაქო განათლების კლუბის ,,ცვლილებების პიკი/Peak Of Changes’’ მიერ.

მადლობა , ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის გენდერულთა საკითხთა განყოფილებას, რატევნის საჯარო სკოლას, ბოლნისის მუზეუმს და მონაწილეებს თანამშრომლობისთვის