Enter your keyword

post

სამოქალაქო განათლების კლუბის პროექტის ,,სამაგიდო თამაში პიროვნების ფსიქიკურ, ფიზიკურ სოციალურ და საგანამანთლებლო განვითარებაში” მორიგი სამაგიდო თამაში ჩატარდა

25 აპრილს, სამოქალაქო განათლების კლუბის პროექტის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი ,,სამაგიდო თამაში პიროვნების ფსიქიკურ, ფიზიკურ სოციალურ და საგანამანთლებლო განვითარებაში” ფარგლებში სამაგიდო თამაშების დღეები სკოლაში ოფიციალურად გაიხსნა.

მე-11 კლასმა დღეს ,,ავალონი” ითამაშა. თამაშში მეფე არტური ცდილობს მსოფლიოში კეთილდღეობა და სიმშვიდე შეინარჩუნოს, მაგრამ მის მამაც მეომრებს შორის გარეულნი არიან მოღალატეებიც, რომლებიც ერთად ცდილობენ განხეთქილება შეიტანონ მეომრებს შორის. ერთადერთი იმედი მერლინის განსაკუთრებული ძალაა, რომლის მეშვეობით მან იცის ყველა მოღალატის ვინაობა, მაგრამ მას მხოლოდ მინიშნებებით საუბარი შეუძლია, რადგან მისი ვინაობის გამჟღავნებით მეფე არტური დამარცხდება.

სამაგიდო თამაშები სხვა მხარეები მოიცავს ფსიქიკური დაავადებების პრევენციას და თქვენი იმუნური სისტემის გაძლიერებას, სტრესის შემცირების ხარჯზე. ასევე აუმჯობესებს მეხსიერებას და კოგნიტურ უნარებს. ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას. თამაში ეხმარება ტვინის ჯანსაღ განვითარებას. ბავშვები თამაშით სწავლობენ როგორ გადაჭრან პრობლემები (მათ შორის მორალური), განიხილავენ წესებს და სწავლობენ მათ დაცვას.

სამაგიდო თამაშები, აგრეთვე ხვეწს სოციალურ ელემენტარულ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა გაზიარება, მორიგეობა, ლოდინი, კომპრომისზე წასვლა და მოლაპარაკების გამართვა. გარკვეული თამაშები განსაკუთრებით ეხმარება მოთამაშეებს, ისწავლონ გაერთიანება და გუნდური მუშაობა.