სამოქალაქო განათლების კლუბის პროექტ ,,მომავალ ლიდერთა აკადემია” ფარგლებში მოსწავლეებს ტრენინგზი ჩაუტარდათ გაეროზე და მდგრადი განვითარების მიზნებზე
14 მარტს სამოქალაქო განათლების კლუბის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი პროექტის ,,მომავალ ლიდერთა აკადემიის ” ფარგლებში თემატურმა ჯგუფებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:
1. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები
2. გაეროს ინსტიტუტები და სპეციალიზებული ორგანოები
3. გაერო და ადამიანის უფლებების
4. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები და წევრი სახელმწიფოები
პრეზენტაციის შემდეგ მოისმინეს შინაარსობრივ და ტექნიკურ მხარეებზე რეკომენდაციები პროექტის ფასილიტატორის, სამოქალაქო განათლების პედაგოგის,ირინა მიქავას მიერ და მიიღეს მომდევნო დავალებები.
მომდევნო კვირიდან კი დაიწყება ევროპის საბჭოს და ევროკავშირის შესახებ თეორიული ცოდნის მიღება და შემდგე პრაქტიკული აქტივობები: დებატები, მოდელირები და საჯარო გამოსვლები.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო განათლების კლუბის ორგანიზებით,მოსწავლეთა თვითმართველობასთან თანამშრომლობით და ააიპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ფინანსური მხარდაჭერით.




