სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები შსს-ს საექპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარატამენტს ეწვივნენ
27 თებერვალს სამოქალაქო განათლების კლუბის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი ორგანიზებით ჩატარდა სასწავლო/პრაქტიკული ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ ხდება საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება; კვლევის სპეციალური საშუალებების, კრიმინალისტიკური ტექნიკისა და მეცნიერული მეთოდების საექსპერტო პრაქტიკაში დანერგვა და მათი გამოყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სამოქალაქო განათლების კლუბი უდიდეს მადლობას უხდის სამოქალქო განათლების პედაგოგს ირინა მიქავას და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ლიკა დევნოზაშვილს მუდმივი მხარდაჭერისთვის.




