Enter your keyword

post

სამოქალაქო განათლების კლუბის ორგანიზებით თბილისის უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი გაიმართა ზვიად ხინთიბიძის საქმეზე

25 ოქტომბერს, სამოქალაქო განათლების კლუბის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი ორგანიზებით გაიმართა სისხლის სამართალში იმიტირებული პროცესი ზვიად ხინთიბაძის საქმეზე.

სისხლის სამართალის იმიტირებული პროცესი გაიმართა სასკოლო პროექტის ,,ადამიანის უფლებების” ფარგლებში,რათა მოსწავლეებმა გაანალიზონ სახელმწიფოს და სამართალის, სამართლიანობის საკითხები და საერთაშორისო/ადგილობრივი სამართლებივი დოკუმენტები. დაუფლონ საჯარო გამოსვლის ხელოვნებას. ასევე, გაეცნონ პროკურორის, მოწმის, ადვოკატის პროფესიების მახასიათებლებს.

მადლობა, მონაწილეებს, სამოქალაქო განათლების კლუბის გუნდს ორგანზიებისთვის, წევრებს და პროექტის მენტორებს თეკლა გასვიანს, ლიზი რეხვიაშვილს, ზუკა ბრეგვაძეს და ქრისტინე კობახიძეს აქტიურობისთვის. ასევე, მოწვეულ მოსამართლეს ლუკა კოკაიას გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.