სამოქალაქო განათლების კლუბის ორგანიზებით ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე
16 ივნისს სამოქალაქო განათლების კლუბის Peak Of Changes/ცვლილებების პიკი ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი: ,,ახალგაზრდები ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ”.
ფორუმის მომხსენებლები იყვნენ მეათე კლასის მოსწავლეები, ( ნინი რეხვიაშვილი, თამარ ლეკიშვილი, დემეტრე მაღრაძე, ლევან ურუმაშვილი, საბა ბურჯალიანი,გიორგი მიქელაძე, თიკო ურუმაშვილი და სალომე ხერგიანი) როგორც მოწვეული ექსპერტები, რომლებმაც VII-IX კლასის მოსწავლეებს ქალთა მიმართ და ოჯახის ძალდობის შესახებ არსებული მდგომარეობა, სტატისტიკა/ფაქტები, დაცვის სამართლებრივი მექანიზმები ეროვნული კანონმდებლობის დონეზე, სხვა ქვეყნების გამოცდილება, გადაჭრის გზები გააცნეს.
მეორე ნაწილში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ლიკა დევნოზაშვილმა გაუზიარა მოსწავლეებს პრაქტიკული მაგალითები ქართული ლიტერატურიდან, სადაც ჩანს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა EU4Youth(ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის) ფინანსური მხარდაჭერით.



