Enter your keyword

post

სამოქალაქო განათლების კლუბის ორგანიზებით პროექტ ,,სპორტი გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში შეჯიბრება ფეხბურურთში გაიმართა

ააიპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ბაზაზე არსებული ,,ბოლნისის ახალგაზრდული სივრცის” დამფუძნებლების, ირინა მიქავას და ლუკა გაბიძაშვილის ინიციტივით დაიწყო ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.

დღეს, ბოლნისის ახალგაზრდული სივრცის ინიციატივის პროექტის ,,Sport for Gender equality” ფარგლებში, სპორტის პედაგოგ იზა რეხვიაშვილის ორგანიზებით და მეათე კლასის თანაორგანიზებით ჩატარდა პირველი ჩემპიონატი მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით და გამოვლინდა ფინალისტი გუნდები, მერვე კლასი და მეშვიდე ა კლასი.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ბოლნისის ახალგაზრდული სივრცის ინიციატივის ფარგლებში EU4Youth( ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის) ფინანსური მხარდაჭერით.

ფინალის გამართვის დღეს დაჯილდოვდებიან გამარჯვებული გუნდები სამი მიმართულებით ფრენბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი.

+11