სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ირინა მიქავა სასწავლო ვიზიტით პროექტ ,,Discover the Caucasus – 10 Years After’: Study visits exploring the youth sector in the Caucasus” ფარგლებში სომხეთში იმყოფებოდა
ააიპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ირინა მიქავა 22-29 აპრილს, სრულიად დაფინანსებული სასწავლო ვიზიტით პროექტ ,,Discover the Caucasus – 10 Years After’: Study visits exploring the youth sector in the Caucasus” ფარგლებში იმყოფებოდა საქართველოდან, 12 ქვეყნის, 35 ახალგაზრდა მუშაკთან და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენელებთან ერთად.
ჯამში მონაწილეები 12 ახალგაზრდულ ორგანიზაციას, ახალგაზრდულ სივრცეს, სოციალურ საწარმოებს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სომხეთის განათლების, სპორტისა მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელს,კოლეჯს, ბრუსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ , სადაც გაუზიარეს ერთამენთს წარმატებული ახალგაზრდული საქმიანობის პრაქტიკა თითოეულ ქვეყანაში.
ახალგაზრდა მუშაკთა მობილობის წამყვანი პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდა მუშაკების პროფესიულ განვითარებას, რაც მათ საშუალებას აძლევს შეიძინონ ახალი უნარები და პროფესიული გამოცდილება.
Erasmus+-ის ფარგლებში ორგანიზებული სასწავლო ვიზიტი არის მოკლე სასწავლო პროგრამა, რომელიც გვთავაზობს ხედვას ახალგაზრდულ მუშაობასა და ახალგაზრდულ პოლიტიკაზე – სტრატეგიებზე, პროექტებსა თუ მეთოდებზე ერთ ქვეყანაში.
პროექტს უმასპინძლა ევროპის ინტერკულტურულმა ფორუმმა. v. მონაწილეობას მშვიდობისა და განვითარების აკადემია დაუჭირა მხარი.
პროექტში სულ 35 ადამიანი მონაწილეობდა სომხეთიდან, ბელორუსიიდან, ბულგარეთიდან, ესტონეთიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, ნიდერლანდიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.




