Enter your keyword

post

სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ირინა მიქავას ორგანიზებით სამდღიანი ბანაკი ,,YOung leaders school” ჩატარდა ევროპისაბჭოს თანასწორობის ელჩის მანდატის ფარგლებში

15 ივლისს გაიმართა ,,ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა 2023″ პროექტის მონაწილეების, კარლ პოპერის ფორმატის დებატებში გამარჯვებული გუნდებისა და ტოპ სპიკერების დაჯილოდება.

გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები:

პირველი გუნდი : საყვარელიძე ელენე, ნანა გვილია და ოთიკო ყაველაშვილი

მეორე გუნდი: ელენე ედიბერიძე, თამთა ბერიძე და ნაზ მამედოვა

ტოპ სპიკერებად დასახელდნენ:

1. თამთა ბერიძე

2. ლუკა შაინიძე

3. ცოტნე მეტრეველი

პროექტის ,,ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა 2023/Young Leaders School 2023“ ტარდება ევროპის საბჭოს ქვემო ქართლის რეგიონის თანასწორობის ელჩების, ირინა მიქავასა და გიორგი აბულაძის ინიციატივის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საბჭოსთან და ააიპ იოანე ბოლნელის სახელობის სამოქალაქო განათლების კლუბ ,,

Peak Of Changes/ცვლილებების პიკი Peak Of Changes/ცვლილებების პიკი თანამშრომლობით.

თანასწორობის ელჩები, რომლებიც ევროპის საბჭოს კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას” ფარგლებში თბილისში, აჭარაში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და პანკისში შეირჩნენ, ცდილობენ აქტიური წვლილი შეიტანონ თანასწორობისა და მრავალფეროვნების პოპულარიზაციაში.

თანასწორობის ელჩების ინიციატივა პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ნაწილია, რომელიც საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში ფინანსდება.

+10