“საქართველოს საპატრიარქოს იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის”, მე-4 ა და მე-4 ბ კლასის მოსწავლეები Englishbook education მიერ გამოცხადებულ კონკურსში ჩაერთვნენ
ააიპ “საქართველოს საპატრიარქოს იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის”, მე-4 ა და მე-4ბ კლასი სიამოვნებით ჩაერთო #Englishbook education მიერ გამოცხადებულ კონკურსში
მოსწავლეები გაეცნენ ჩარლზ დიკენსის შემოქმედებიდან ცნობილ ზღაპარს, საშობაო სიმღერა ,#christmas carol
კლასში მოეწყო ფილმის ჩვენება, მოსწავლეებმა წაიკითხეს წიგნის ადაპტირებული ვარიანტი, მოირგეს მე-19 საუკუნის ინგლისელი ჯენლტმენების და ლედის ტანისამოსი და გაითამაშეს როლური თამაში.
ვინაიდან ნაწარმოებში აღწერილია შობის ღამეს განვითარებული მოვლენები, მოსწავლეებმა სიამოვნებით შეასრულეს ტრადიციული ინგლისური საშობაო სიმღერა #Christmascarolling, რასაც სკოლაში დიდი მხიარულება და ჟრიამული მოჰყვა.
სკოლის სახელით დიდ მადლობას ვუხდით #Englishbookeducation აღნიშნული ინიციატივისათვის, აღნიშნული ხელს უწყობს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას, კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ზრდის მოსწავლთა ავტონომიურობას