Enter your keyword

post

საქართველოს საპატრიარქოს ააიპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლამ მასწავლებელის ეროვნულ ჯილდოზე წარადგინა ისტორიის წამყვანი პედაგოგი-ქეთევან გაბლიშვილი

საქართველოს საპატრიარქოს იოანე ბოლნელის სახელობის სკოლამ 2023-2024 სასწავლო წლის მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარადგენს ისტორიის წამყავან პედაგოგს ქეთევან გაბლიშვილი.

გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის საგნობრივი ჯგუფის მენტორი 2023-2024 წწ

შალვა ამონაშვილის პროექტის ჰუმანური მოწაფეების მონაწილი და ჰუმანური კლასის ავტორი.

კლუბი -წამის დამფუძნებელი.

მასწავლებელი გამოირჩევა სასკოლო საზოგადოებაში პატივისცემით და ავტორიტეტით. სასკოლო სააზოგადოება იცნობს როგორც ჰუმანურ, ადამიანური ღირებულებების დამფასებელ პედაგოგად. აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, არის კომუნიკაბელური და მუდმივად ცდილობს ნებისმიერი აზრის გამყარებას არგუმენტებით, რაც ზრდის მისდამი ნდობას.

მაქსიმალურად არის ჩართული შიდასასკოლო პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ეს იქნება სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენა, ავტორიზაციის სტანდარტის დაკმაყოფილება თუ ხარისხის მართვა. მისთვის მნიშვნელოვანია მოტივაცია და ამიტომაც მოსწავლეებში, სასკოლო საზოგადოებაში ცდილობს აამაღლოს სხვადასხვა სტრატეგიებით. როგორიცაა: დიფერენცირებული სწავლება, განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირი, სახალისო და შემეცნებითი თამაშები და აქტივობები, სხვადასხვა კვირეულების ორგანიზებით. მისი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული შიდა სასკოლო, რაიონული, საერთაშორისო პროექტებში და აღწევენ წარმატებებსაც. თავადაც არის არა ერთი საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი. მისი მოსწავლეები გამოირჩევიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი აკადემიური მოსწრებით.მასწავლებელი თავისი საქმიანობით, ცდილობს მოსწვლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას , დებატების, დისკუსიების, როლური თამაშების,იმიტირებული სასამართლოს დახმარებით. იგი ქმნის საფუძველს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, ქართული ტრადიციის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდას; ეროვნულ-სახელწიფ და ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის შემცნობი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისმცემელი მოქალაქის აღზრდა

შეიძლება იყოს ყვავილი and ტექსტი გამოსახულება