იქ, სადაც ბოლნისის სიონია
იქ, წუღრუღაშენთან ახლოს!
ბოლნელები მოდიან, მოდიან რწმენით, ხატებით, დროშებით, ჯვრებით, ნუგეშით, იმედით… და იარონ, იარონ იარონ, ამინ!. . .
არ მახსოვს, ბოლნისში როდის იყო ამხელა სიხარული, ალბათ მაშინ, როცა სიონის აღმოსავლეთის ფასადზე პირველი ქართული წარწერა ამოიკვეთა, მაშინაც, როცა სინანულში მყოფი ლაშა-გიორგი წუღრუღაშენს უძღვნიდა ქვეყნის შემოქმედს და მეფური გულით პატიებას ითხოვდა. ჟამით-ჟამად სიხარულს რა გამოლევდა ისტორიული ქვემო ქართლის მაშავერასა და ფოლადაურის ხეობაში. ძირძველ ქართველობას ზეციურ სიხარულს აზიარებდა კაზრეთის სამება, თეოდორეწმინდა, სათხე და მერცხლის ბუდესავით კლდეში ნაკვეთი ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი დიდი, თუ მცირე ზომის სამლოცველოები.
2008 წელს, ბოლნისის ეპარქიაში, მეუფე ეფრემის მობრძანება ნაავდრალ ცაზე მზის გამობრწყინებას ჰგავს.
საოცარი სისწრაფით განახლდა არაერთი დიდი, თუ მცირე ეკლესია, საფუძველი ჩაეყარა მონასტრულ ცხოვრებას, მზემ გაანათა დაბერებული ჩრდილები `ბრწყინავი წყვდიადი~ დაათენდა სიონის კედლებს.
მეუფე ეფრემის დიდი მონდომებითა და ჩვენი ხელიხელსაგოგმანები პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა იოანე ბოლნელის სახ სკოლა, რომელსაც ბოლნისში X საუკუნის ბოლნელი მღვდელმთავრისა და სასულიერო მოღვაწის, იოანე ბოლნელის სახელი ეწოდა.
ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ჩვენს ეპარქიაში უკვე მე-14 წელია მოქმედებს იოანე ბოლნელის სახ. სკოლა,სასწავლებელი მნიშვნელოვანი მონაპოვარია, როგორც ჩვენი ეკლესიის, ისე მთელი ბოლნისის რაიონისთვის. ამ უმოკლეს დროში მან დაწყებითი მტკიცე ნაბიჯები გადადგა და ვფიქრობთ, რომ ღირსეულად გააგრძელებს ჩვენი უძველესი ეპარქიის მდიდარ ისტორიულ ტრადიციებს.
გიმნაზიის მიზანია ჩვენი მომავალი თაობის სარწმუნოებრივი, ეროვნული და ინტელექტუალური განათლებით აღზრდა ღვთის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ. ჩვენ გულითადად გვახარებს პატარა გიმნაზიელთა სულიერი და აკადემიური წარმატებები, რაც კიდევ უფრო გვიმყარებს იმედს იმისა, რომ სასწავლებლის მოღვაწეობა უდავოდ ნაყოფიერი იქნება ამ მტკივნეული და ისტორიული მხარის ეროვნულ_სარწმუნოებრივი აღორძინებისათვის.
რწმენა და ცოდნა – ეს ის აუცილებელი საშუალებებია, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს და ამეგობრებს. ჩენი მოსწავლეებიც სწორედ ნიჭიერებისა და ცოდნასთან ერთად ეკლესიური ცხოვრებით და ღვთისმოსაობით გამოირჩევიან.
მინდა აღვნიშნო აგრეთვე პედაგოგთა გულმოდგინება და მშობელთა თანადგომა.
ოჯახი, სკოლა და ეკლესია ძლიერი საქართველოს ბედნიერი მომავლის სამჭედლოა. ჩვენი საერთო მოვალეობაა ყოველნაირად შევუწყოთ ხელი ამ ღირსეულ საქმეს. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში მოგვარდება და გაუმჯობესდება საბაზო შენობის მდგომარეობა, რაც დამატებითი სტიმული იქნება წინსვლისათვის.
ბოლნისის საგანმანათლებო კერებს კიდევ ერთი შეემატა ბოლნისის, იოანე ბოლნელის სახ.სკოლის სახით. მისი ხელმძღვანელობა მეუფე ეფრემის კურთხევით დაევალა მამა პეტრე კვარაცხელიას.
2008 წლის 14 სექტემბერს სასაწავლებელში პირველი ზარი დაირეკა და სწავლა დაიწყო დაწყებითი საფეხურის ორმოცდაათამდე აღსაზრდელმა. ჩვენი, როგორც საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სკოლის, უმთავრესი მიზანია აღვზარდოთ უფლისა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი მომავალი თაობა. ჩვენი გზა არის მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ-ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული განათლებული მოქალაქის აღზრდა.
დღეისათვის სკოლაში ირიცხება 210 მოსწავლე. სკოლაში ქართველ ბავშვებთან ერთად აზერბაიჯანელი და სომეხი ბავშვებიც შეისწავლიან ქრისტეს სჯულსა და სიყვარულს.
მოსწავლეები ეროვნული გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა სწავლობენ: საღვთო სჯულს, ძველ ქართულ ენას, ეკლესიის ისტორიას. ყოველი გაკვეთილი იწყება ლოცვით. ყოველ კლასს უტარდება მოძღვრის საათი. სკოლას ჰყავს მოძღვარი –მამა კონსტანტინე კობახიძე. ყოველი სემესტრის ბოლოს სკოლაში ტარდება შემოწმებითი წერები, ვიქტორინები და შემეცნებითი კონფერენციები.
საქართველოს საპატრიარქოს იოანე ბოლნელის სახ. სკოლამ ახალი სიცოცხლე შეიტანა ბოლნისის სინამდვილეში. ჩვენი სკოლის ინიციატივით ჩატარდა მრავალი ღონისძიება. განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი.
გახსნიდან 1 წლის თავზე სასულიერო სკოლის მოსწავლეებს უდიდესი სიხარული ხვდათ წილად. ისინი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ესტუმრნენ მცხეთის რეზიდენციაში. უწმინდესმა ჩვეული სითბოთი მიიღო და დალოცა ბოლნელი ბავშვები. ის დღე ოქროს ასოებით ჩაიწერა ჩვენი სკოლის ისტორიაში.
2009 წლის 8 თებერვალს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესა გამართული საუბრები სასულიერო სკოლაში, სადაც მოწვეული გვყავდა გიორგი კალანდია და მეუფე ეფრემი.
2010 წლის 7 ნოემბერს იოანე ბოლნელის სახ. სასულიერო სკოლის სახელით ჩატარდა გრანდიოზული ღონისძიება `საბაობა~, რომელიც ჩვენი დიდი მამის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს მიეძღვნა.
2011 წლის 10 თებერვალს სასულიერო სკოლამ აღნიშნა მეუფე ეფრემის ანგელოზის დღე, რომელსაც 300-მდე მოწვეული სტუმარი ესწრებოდა სხვადასხვა ეპარქიიდან.
მესამე წელია ჩვენი სკოლა აქტიურ მონაწილეობას ღებულობს გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის მიერ გამართულ საშობაო ფესტივალ`გენეთლიაში~.მოსწავლეთა გამოსვლა შთამბეჭდავი და ამაღელვებელია.
2011 წლის 3 მარტს სკოლამ გამართა ბოლნისის კულტურის სახლში აქცია-ღონისძიება “დედებო, ნუ გაიკეთებთ აბორტს”.
ჩვენი სკოლის მიზანია მოილოცოს წმინდა ადგილები. ამის განსახორციელენლად წელიწადში 2-ჯერ იგეგმება ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებში.
“ღმერთო, არ მოგვაკლო ედემის სიხარული! არ ჩააქრო ღვთისმშობლის წინაშე ანთებული კელაპტარი, არასოდეს უფალო. დავით ეპისკოპოსის ჭეშმარიტ ხატებას მაზიარე და თუგინდ მხოლოდ მნათე ლაჩიამ დამიტიროს.”
2012 წლის 26 აპრილს სკოლამ გაიარა ავტორიზაცია და ჩამოყალიბდა
ააიპ “საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახ.სკოლა”
მადლობა უფალო ყველაფრისათვის