მისია
აღვზარდოთ მართმადიდებელი,იოანე ბოლნელის პატრიოტული,
ზოგადსაკაცობრიო და მაღალჰუმანისტური იდეალების გამგრძელებელი ღირსეული
თაობა,რათა თავად შექმნან ღირებულებები.
ხედვა
სასკოლო განათლება მოზარდს განუვითარებს ქრისტიანული ღირებულებებისა
და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის უნარ-ჩვევებს,
ასწავლის ოჯახის მართლმადიდებლური ტრადიციების პატივისცემასა და
სამშობლოს სიყვარულს;
უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში STEM განათლების გაძლიერებით სკოლა
აღზრდის თანამედროვე ტექნოლოგიების შემქმნელ თაობას და დაგროვილ
ცოდნასა და გამოცდილებას გააზიარებს ქვეყნის მასშტაბით;
არაფორმალური განათლების ხელშეწყობით საერთაშორისო საგანმანათლებლო
სივრცეში ინტეგრირებული მოზარდების რაოდენობა იქნება მუდმივად მზარდი;
ჩვენი გამორჩეული უნარი – მუდმივი თვითგანვითარებისკენ სწრაფვა და
ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობა –
2030 წლისთვის დაგვიმკვიდრებს ადგილს საქართველოს საუკეთესო სკოლებს
შორის.
ღირებულებები
ღვთისა და მოყვასის სიყვარული;
პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება;
პატიოსნება და კეთილსინდისიერება;
სხვისი შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა;
მიუკერძოებლობა;
თანაგანცდა და თანადგომა;
ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა წარსული გამოცდილების გამოყენებით;
პროფესიული ზრდა და განვითარება;
გუნდური მუშაობა.