საგნობრივი კათედრები
ა) სკოლაში საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნილია 5 კათედრა.
ბ) 2022-2023 სასწავლო წელს სკოლაში კათედრის თავმჯდომარეებად არჩეულ იქნენ შემდეგი პედაგოგები:
ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის კათედრა – ლილი დევნოზაშვილი
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა -ნონა მელაშვილი.
საბუნებისმეტყველი მეცნიერებების კათედრა – ხატია რაზმაძე
სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა -იზა რეხვიაშვილი
დაწყებითი კლასების (I-V I კლასების) კათედრა -ნატო ხაჩატუროვი
მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრა-ელენე დევნოზაშვილი
ა) საღვთო სჯულის მასწავლებლები გაერთიანებული არიან საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაში.
ბ) ძვ.ქართული ენის მასწავლებელი გაერთიანებულია ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის კათედრასთან.
კათედრების ფუნქციებია:
ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
ბ) თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვება და შენახვა. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუშიან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები;
გ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილებისგაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
დ) საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
ე) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება დასხვ.);
ვ) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;
ზ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების და ნერგვასთან დაკავშირებით;
თ) კომპლექსური შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი.
კათედრების მოწყობა:
ა) კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრას სამი წლის ვადით.
კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:
ა) კათედრის შეხვედრებისორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე);
გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.
- კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.
მასწავლებლის პორტფოლიოს სარჩევი
1. ბიოგრაფიული მონაცემები,CV
2. წლიური სასწავლოკურსისპროგრამა (თემატური გეგმა,სილაბუსი)
3. ტრენინგების ,სემინარების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები
4. განხორციელებული კვლევადაპროექტები
5. კონფერენციებზე, სემინარებსა და კათედრის სხდომებზე მასწავლებლის მიერ გაკეთებული პრეზენტაციის ან მონაწილეობის ამსახველი მასალა.
6. ინფორმაციულ-საკომუნიკაციორესურსები
7. სამოდელო გაკვეთილისგეგმა.
8. ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილების გეგმა.
9. ფოტოგალერეა.
10. რესურსები
კათედრის წარმატებული საქმიანობა დამოკიდებულია სამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტზე:
1. მდგომარეობის კრიტიკული ანალიზი;
2. მონაწილეობითი მართვა;
3. კათედრის დებულება.