Enter your keyword

სასკოლო კალენდარი

1. სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ სემესტერს. სასწავლო წელს ორ სემესტრად ყოფს ზამთრის არდადეგები.

2. 2022-2023 სასწავლო წლის დაწყების თარიღია: 2022 წლის15 სექტემბერი, ხოლო დასრულების – 2023 წლის 15 ივნისი, გარდა  I და XIIკლასისა.პირველ კლასში დასრულების თარიღია: 25.05.2023 წ, ხოლო  XII კლასის მოსწავლეთათვის – 19.05.2023

4. 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი მთავრდება 2022წლის29 დეკემბერს. მეორე სემესტრი იწყება 2023წლის 16 იანვარს;

5. 2022-2023სასწავლო წლის არდადეგები და უქმე დღეები:

                                         უქმე  დღეები   
14.10.2020სვეტიცხოვლობა   
23.11.2020გიორგობის დღე   
01-02. 01.2022ახალი წლის სადღესასწაულო დღეები 
07.01.2022შობა 
03.03.2022დედის დღე  
08.03.2022ქალთა საერთაშორისო დღე  
09.05.2022ფაშიზმზე გამარჯვების დღე  
12.05.2021ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე   
26.05.2021საქართველოს დამოუკიდებლობის დღე   
  • საშობაო  არდადეგები – 30 დეკემბრიდან – 15 იანვრის ჩათვლით;
  • სააღდგომო არდადეგები – 12 აპრილიდან – 19 აპრილის ჩათვლით.

7. სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ,  იმ შემთხვევაში თუ:

ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;

ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები; ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს;

გ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ სამინისტროსთან შეთანხმებით.

8. I კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობაა 35 წუთი;

9. II კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობაა 40 წუთი;

10. III-XII კლასებში გაკვეთილისხანგძლივობაა 45 წუთი.