Enter your keyword

“ჯანსაღი ცხოვრების წესი”

განხორციელების ვადები  2022 თებერვალი – 2022 ივნისი

პროექტის კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან/ზოგადი განათლების შესახებ სკოლის მიზანია მოსწავლის გონებრივ, ფიზიკურ უნარ-ჩვევების განვითარებასთან, აუცილებელი ცოდნის მიღება თან ერთად და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

პროექტის ხელმძღვანელი:  ნინო დევნოზაშვილი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ხატია რაზმაძე ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

პროექტის განმახორციელებელი გუნდი-  პირველი კლასიდან V, VI, VII ,  VIII , IX , X , XI, XII   კლასის მოსწავლეები, ქართულის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, სპორტის, სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, უცხო ენის, ხელოვნების  პედაგოგები. 

პროექტის საერთო ბიუჯეტი (თანხა) – 700ლარი; გამოყენებული იქნება სკოლის ბაზაზე არსებული რესურსი

I. პრობლემის დასაბუთება (მაქსიმუმ 200 სიტყვა)

ზრუნვა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე რაც შეიძლება ადრული ასაკიდან უნდა დაიწყოს. რადგან ჯანმრთელობისთვის საზიანო ცხოვრების სტილის სათავე ბავშობაში, მოზარდობის პერიოდშია საძიებელი. ამერიკელმა მკვლევარებმა  გამოყვეს 6 ქცევა, რომელიც იწვევს ავადობას, სოციალურ პრობლემებს და ხშირად სიკვდილსაც კი. ესენია: თამბაქოს მოხმარება, არაჯანსაღი კვება, არაადეკვატური ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, სქესობრივი ქცევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აივ ინფექია და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ქცევა, რომელიც უბედური შემტხვევებისა და ძალადობის მიზეზი ხდება.

გაცილებით უფრო ადვილია ცხოვრების ჯანსაღი წესისა და უსაფრთხო ქცევის  დანერგვა ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში.  სკოლა ჯანსაღი სტარტის საუკეთესო ადგილია. ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის ეფექტური სასწავლო პროგრამები ამცირებს ქცევით რისკებს და აუმჯობესებს სწავლის პროცესს.

ყველასთვის აშკარაა, რომ საქართველოში ახალგაზრდა თაობა კრიზისულ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება. ახალგაზრდებს არ აქვთ ის უნარ- ჩვევები, რაც მათ დაეხმარება ცხოვრების ჯანსაღი და ეფექტური წესის ჩამოყალიბებაში. სოციალური გარემოს მზარდმა მოთხოვნებმა შექმნა მასობრივი ფსიქოემოციური დაძაბული ატმოსფერო, რამაც, სხვა ფაქტორებთან ერთა დგანაპირობა ახალგაზრდობაში ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება.

ძალიან მნიშვნელოვანია პროევენციული ღონისძიებბეის გატარება. პრევენციის მიზანი ხომ ისაა, რომ ახალგაზრდებს ვატქმევინოტ უარი იმ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებების მოხმარებაზე, რომელიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარების ალბათობ ა.  საკუთარი ჯანმრთელობისადმი ადეკვატური დამოკიდებულება, საკუთარი თავის პატივიცემის გრძნობა, თავდაჯერებულობა, ურთიერთობების დამყარების უნარი, სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა- ყოველივე ეს ეხმარება ახალგაზრდებს საკუტარი ენერგიისა და პოტენციალის რეალიზებაში და ხელს უწყობს არაჯანსაღი ცხოვრების წესის ცდუნების მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებაში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი სასკოლო პროექტიც.

მოზარდები იშვიათად იკვებებიან სწორად: ისინი ძირითადად მეგობრობენ „ფასთ ფუდის“ კვების ობიექტებთან, უყვართ ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ჩიფსებისა და გაზიანი სასმელებით წახემსება. ასეთი საკვები სავსეა ცხიმით, შაქრით, კალორიებით და ნაკლებად შეიცავს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ვიტამინებს და მინერალებს. სწორედ დაბალანსებული კვების მნიშვნელობის გაცნობიერება დაეხმარება მოზარდებს შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, შესაბამისი წონა, გააძლიერონ იმუნიტეტი, რაც შეამცირებს მომავალში სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკს. ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობენ და სწორად აფასებენ ჯანსაღ და სრულფასოვან კვებას, მოზრდილ ასაკში უფრო სწორად იკვებებიან და , შესაბამისად, უფრო ძლიერი და შრომისუნარიანები არიან ცხოვრებაში.

II. პროექტის მიზანი და ამოცანები (რეალისტური, გაზომვადი, დროში მიღწევადი)

პროექტის „ჯანსაღი ცხოვრება „  მიზანია  დაწყებითი, საბაზო , საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა და თემის წევრებმა გაიაზრონ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პროექტის აქტივობები:

1)  მოსამზადებელი სამუშაოები: მასწავლებელთა და მოსწავლეთა ინფორმირება, საორგანიზაციო ჯგუფის დაკომპლექტება და პასუხისმგებლობების გადანაწილება;

2)  კათედრების შეხვედრა და საქმიანობების გადანაწილება;