პროექტ ,,ადამიანის უფლებების სკოლა 2022″ ფარგლებში გაიმართა ფილმ , ,,მფრინავი ენის” ჩვენება.
მთავარი საკითხები: შეზღუდული შესაძლებლობა, მრავალფეროვნება და მიმღეობა.
ფილმის ბოლოს გაიმართა რეფლექსია,რომლის მეშვეობით მოსწავლეებმა გაიაზრეს და იმსჯელეს რა არის შეზღუდული შესაძლებლობა და როგორია შეზღუდული შესაძლებლობის სახეები . ასევე იმსჯელეს შშმ პირების უფლებების შესახებ და საზოგადოების მხრიდან მათი მიმღებლობის მნიშვნელობაზე.
ეს აქტივობა ხორციელდება ევროპის საბჭოს ქვემო ქართლის თანასწორობის ელჩის, ირინა მიქავასა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსის,თამარ ბოჭორიშვილის მიერ კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.