ა(ა) იპ იოანე ბოლნელის სახ. სკოლის ორგანიზებით, ბოლნისის კულტურის სახლში, ღონისძიება ,,ლექსებით აგიხსნი სიყვარულს და იხარებს სული ჩვენი” გაიმართა
20 დეკემბერს,ბოლნისის კულტურის სახლში, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემის, ლოცვა-კურთხევითა და იოანე ბოლნელის სახ.სკოლის ორგანიზებით,გაიმართა ღონისძიება”ლექსებით აგიხსნით სიყვარულს და იხარებს სული ჩვენი”
ღონისძება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს.
ღონისძიებას დაესწრო ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი , ეპარქიის სამღვდელოება და მოწვეული სტუმრები!
საოცარი დღე იყო,ისმოდა,მონატრებული ლექსი,სიმრერა ,ცეკვა.ერთად მუვულოცეთ უწმინდესს იუბილეს და უფალს შევთხოვეთ მისი ჯანმრთელობა!
ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდა , ქორეოგრაფიული ანსამბლი “ბოლნელი”,ანსამბლი ‘თამარიონი”,ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული,უნიჭიერესი ,სალომე წიქორიძე.უდიდესი მადლობა თქვენ მხარდაჭერისა და მონაწილეობისთვის,მადლობა ბოლნისის კულტურის სახლს.
ღმერთო,გვიმრავლე ბედნიერი დღეები